11:08 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-03 14:08:00, 457 ნახვა

პოლიტიკა
სანიკიძე: თუ უმრავლესობიდან და კოალიციიდან გავალთ, პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობას დავტოვებ

 „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, თუ კი მისი პარტია კოალიციიდან და უმრავლესობიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობას დატოვებს.

ამის შესახებ სანიკიძემ ჟურნალისტებს „ექსპო-ჯორჯიაში“ განუცხადა, სადაც „ეროვნული ფორუმის“ ყრილობა მიმდინარეობს.

„ეროვნული ფორუმის“ წევრებმა დღეს უნდა მიიღონ ოფიციალური გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, დატოვებენ თუ არა ისინი კოალიციას.

„ყრილობის გადაწყვეტილებამდე ჩემს პოზიციას არ დავაფიქსირებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ყრილობის უმრავლეობის გადაწყვეტილებას უსიტყვოდ დავემორჩილები. უმრავლესობის საკითხს ყრილობაზე გავარკვევთ.  თუ ჩვენ მივიღებთ გადწყვეტილებას უმრაველობიდან და კოალიციიდან გასვლის შესახებ, მე დავტოვებ თანამდებობას“,-განაცხადა სანიკიძემ და დასძინა, რომ კოლიცია ფაქტობრივად შენარჩუნებული აღარ არის და მას ფორმალური სახე აქვს.

„კოალიცია აღარ არის შენარჩუნებული, მაგრამ არის ფორმალურად. ვფიქრობ,  დღეს გადაწყდება ეს საკითხი, რომელთა დაკავშირებითაც „ეროვნული ფორუმის“ პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება“,-აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics