|
2026-05-17 17:31:38, 6606 ნახვა
პოლიტიკა
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ, რა თქმა უნდა, ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სამებაში განაცხადა. შიო მესამე სამების ეზოში შეკრებილ მრევლს ოჯახის შესახებ კიდევ ერთხელ ესაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა საყურადღებოა. „როგორც ვიცით ბიბლიიდან, მოკლულთა სისხლი ღაღადებს ღვთისადმი შურისძიებისთვის და პირიქით, სადაც ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ იბადება ბავშვი, ეს ღვთისგან მოვლენილი ანგელოზი, იქ არის ბედნიერება, რადგან ის თავისი არსებობით ირგვლივ ყველაფერს ათბობს და ანათებს, მადლს ჰფენს. როგორც ვიცით მრავალშვილიანი ოჯახებისგან, მშობლებისგან, თავიდან უფრო რთულია, პირველ სამ შვილამდე რთულია, მერე და მერე ბევრად კლებულობს სირთულეები, უფრო ადვილია მრავალშვილიანი ოჯახის გაძღოლა. ჩვენ ამ ყველაფერზე თუ არ დავფიქრდით, თუ არ გამოვასწორეთ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენაზე, შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, ჩვენს სამოთხესავით ლამაზ და მშვენიერ ქვეყანაში დამკვიდრდებიან სხვა ხალხები ჩვენთან ერთად, რომლებსაც უყვართ ბავშვები, არ იშორებენ შვილებს და იცავენ თავიანთ რელიგიას. ასე თუ გავაგრძელეთ, საშიშროება რეალურია, რომ გადააჭარბონ რიცხვობრივად ქართველობას. “, – განაცხადა შიო მესამემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)