|
2026-05-16 11:50:15, 2316 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: ოცნება თვლის, რომ მე საფრანგეთს რეზოლუცია მივაღებინე - ამ ფაქტმა გამახალისა
გამახალისა იმ ფაქტმა, რომ "ოცნება" თვლის, რომ მე ჩავდივრ საფრანგეთში, ნახევარი დღე იქ ვარ და საღამოსვე უკვე დავწერე და მივაღებინე - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი "ოცნების" წევრების განცხადებებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია სალომე ზურაბიშვილის შედგენილია.
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა - რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა და 28 კი წინააღმდეგი იყო. დოკუმენტის ავტორი, რომელიც საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, თავის პარტნიორებთან ერთად ევროკავშირში, განიხილოს ინდივიდუალური სანქციების დაწესება "ქართული ოცნების" წევრებისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გუნდის წევრი კონსტანს ლე გრიპია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)