|
2016-04-02 15:32:10, 1141 ნახვა
რეგიონი
დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა. შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე ესწრებოდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დავით სერგეენკომ რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. მან 50-მდე სხვადასხვა პროფილის ექიმისა და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელისგან სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ შეფასებები მოისმინა. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დავით სერგეენკომ აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)