|
2026-05-07 13:28:40, 2606 ნახვა
სამართალი
სუს-ის გენერალურ ინსპექციას დავით არჩვაძე უხელმძღვანელებს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციას დავით არჩვაძე უხელმძღვანელებს. თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა. გეკა გელაძემ დავით არჩვაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დავით არჩვაძეს ძალოვან უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რაც გენერალური ინსპექციის საქმიანობის ეფექტიანობას კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე დავით არჩვაძემ სოსო ობოლაძე შეცვალა, რომელიც საქმიანობას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე აგრძელებს. გეკა გელაძემ მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ პოზიციაზე წარმატება უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)