|
2026-05-07 13:20:23, 2502 ნახვა
სამართალი
უძილაურას ჯაშუშობაში ბრალდებულების საქმეს, საიდუმლო გრიფი მიენიჭა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის, ასევე „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი უძილაურას საქმეს გრიფი „სრულიად საიდუმლო“ ადევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბექა გულედანას ადვოკატმა აცნობა. ამასობაში, ჯაშუშობაში ბრალდებული პირი თავს დამნაშავედ არ ცნობს. „ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. ეს ნიშნავს, რომ ის თავს უდანაშაულოდ ცნობს. საქმის შესახებ დეტალებს ვერ გეტყვით“, - განაცხადა ბექა გულედანიმ. შეგახსენებთ, რომ გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების მაღალჩინოსანი, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით და საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო სახელმწიფოს დაზვერვის სამსახურის მოთხოვნით სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა სხვადასხვა ინფორმაციას და სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაციას. მას ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით (ჯაშუშობა), რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)