2026-04-28 12:30:16, 261 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქოში სინოდის სხდომა დაიწყო
საპატრიარქოში სინოდის სხდომა დაიწყო.
ფოტოებს სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს და წერს, რომ სინოდის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის პანაშვიდი იმსახურეს და სხდომა დაიწყო.
დღევანდელ სხდომაზე მღვდელმთავრები ფარული კენჭისყრით პატრიარქობის სამ კანდიდატს გამოარჩევენ. შესაძლოა, დასახელდეს რამდენიმე კანდიდატი, თუმცა ხმათა უმრავლესობით საბოლოოდ მხოლოდ სამი დარჩება. სამი კანდიდატიდან ერთი გახდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიის 142-ე პატრიარქი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,