13:08 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-24 11:31:36, 226 ნახვა

ეკონომიკა
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

PSP-ს დამოუკიდებლობის დღისადმი (2025) მიძღვნილმა კამპანიამ „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ მსოფლიოს პრესტიჟულ შემოქმედებით დაჯილდოვებზე CLIO Awards 2 ჯილდო მოიპოვა: ვერცხლი - Film Direction -და ბრინჯაო - Creative Disruption.

Clio Awards 1959 წელს დაარსდა, რათა მთელ მსოფლიოში შემოქმედებით სფეროში მიღწეული წარმატებები აღენიშნათ. 60 წელია Clio Awards, ან უბრალოდ Clios, არის ყოველწლიური ჯილდო რეკლამაში, რომელიც აღიარებს შემოქმედებით სრულყოფილებასა და ინოვაციურობას კომუნიკაციასა და დიზაინში. ნომინანტებს აფასებენ მთელი მსოფლიოდან მოწვეული რეკლამის პროფესიონალები.

კამპანიამ „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ არაერთ საერთაშორისო შემოქმედებით ფესტივალზე დაიმსახურა აღიარება:

„Ad Black Sea 2025“ - ფესტივალი გრან პრისთან ერთად, 8 ოქროს, 3 ვერცხლის და  1 ბრინჯაოს პრიზით დაჯილდოვდა.

ADCE Grand Prix 2025-ის დაჯილდოვებაზე ბარსელონაში გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა; 2 ოქრო, 2 ვერცხლი და ADCE-ის ევროპელი ვარსკვლავი იოჰანეს ნოიერკლა გადაეცა. „ევროპელი ვარსკვლავი იოჰანეს ნოიერკლა“ გადაეცემა იდეებს, რომლებიც ასახავენ ევროპულ ღირებულებებს, სამართლიანობას და მშვიდობის ხელშეწყობას.   

Clio Awards სარეკლამო ინდუსტრიაში ფართოდ არის ცნობილი და ხშირად მოიხსენიებენ, როგორც რეკლამის „ოსკარს“ (“the Oscars of advertising”). სარეკლამო სამყაროს გარდა, დაჯილდოვება ფართოდ აღიარებულია ჰოლივუდშიც, Clio-ს ქანდაკება არა მხოლოდ აღიარებულია, მნიშვნელოვან და სასურველ ემბლემას წარმოადგენს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics