09:42 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 14:31:48, 494 ნახვა

პოლიტიკა
ნათელაშვილი: ფულის და ვერცხლის თაყვანისცემით ივანიშვილის შექმნილი კოალიცია ჩამოიშალა

"ფულის და ვერცხლის თაყვანისცემით ივანიშვილის გარშემო შექმნილი მმართველი კოალიცია დაიშალა, ხოლო ხელისუფლება ჩამოიშალა“, - ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკელების“ გუშინდელ გადაწყვეტილებას „ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საქართველოში იწყება ახალი პოლიტიკური პროცესი და ლოგიკურია ის, რაც მოხდა მმართველ კოალიციაში.

"ფულის და ვერცხლის თაყვანისცემით ივანიშვილის გარშემო შექმნილი მმართველი კოალიცია დაიშალა, ხოლო ხელისუფლება ჩამოიშალა. საქართველოში იწყება ახალი პოლიტიკურ-დემოკრატიული პროცესი, რის შემდეგაც ჩვენ არასდროს არ უნდა ავირჩიოთ ფულის და ანგარებაზე მორბენალი პარტიები, რომლებიც შეფარებული იქნებიან სხვადახვა ბლოკებსა და ალიანსებში", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„ლეიბორისტების“ ლიდერის განცხადებით, საჭიროა ქვეყანაში პარტიული სისტემების მშენებლობა, სადაც ყველა პარტია ხალხის წინაშე საკუთარი იდეითა და პლატფორმით წარსდგება.

ცნობისთვის, გუშინ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა „რესპუბლიკელები“ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებენ, თუმცა კოალიციას დაუყოვნებლივ არ დატოვებენ და თანამდებობებზე რჩებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ გაცემული ₾7 მლნ-ის პრემია არ არის სათანადოდ დასაბუთებული - აუდიტი
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics