|
2026-04-14 14:05:05, 7591 ნახვა
სამართალი
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
გახარიას პარტიის ფრაქცია "საქართველოსთვის" დეპუტატები ქართული ოცნების პრეზიდენტ, მიხეილ ყაველაშვილს, დაპატიმრებული მაღაროელების შეწყალების შესახებ ოფიციალური შუამდგომლობით მიმართავენ. ამის შესახებ, შალვა კერესელიძემ განაცხადა. კერესელიძის თქმით, ხელისუფლებამ მოსახლეობის წუხილი და საჭიროებები უნდა გაითვალისწინოს. მიმართვის საფუძველზე ისინი ითხოვენ: დაპატიმრებული ჭიათურელი მაღაროელების გიორგი ნეფარიძის, მერაბ სარალიძის, თენგიზ გველესიანისა და აჩიკო ჭუმბურიძის განთავისუფლებას. შრომის რეალურ ანაზღაურებას, რის გამოც 3500 კაციდან 2000-ზე მეტი დასაქმებული მაღაროელი შემოსავლის გარეშე დარჩა. რთული და მაღალი რისკის სამუშაო პირობებიდან გამომდინარე შრომის უსაფრთხოების ნორმების მკაცრად დაცვას. "ჭიათურელი მაღაროელების დაკავება უკავშირდება მწვავე სოციალურ საპროტესტო ტალღას, რომელიც უკიდურესი გაჭირვების, შრომითი პირობების გაუარესების და საარსებო წყაროს გარეშე დარჩენის გამო „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ იყო მიმართული. ჩვენ სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ დაპატიმრებულ მაღაროელებს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თუ ნამდვილად გაქვთ პოლიტიკური ნება ქვეყანაში დაიწყოს პოლიტიკური ვითარების დამშვიდება და დაძაბულობის განმუხტვა", - თქვა კერესელიძემ. ცნობისთვის, 4 მაღაროელი - მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგიზ გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან. მაღაროელების დაკავებას წინ უძღოდა მრავალდღიანი პროტესტი, შიმშილობა და მაღაროელთა მასშტაბური აქცია ქალაქ ჭიათურაში. ბრალდების მიხედვით, ოთხი მაღაროელი თითქოს თავს დაესხა შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად გაუსწორდნენ მას.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)