|
2026-04-08 21:28:40, 9848 ნახვა
საზოგადოება
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა - განაცხადა გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ განაჩენის შემდეგ. "თუ შეიძლება რამემ შეამსუბუქოს ჩემი მდგომარეობა, მე დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა, ჩვენი დედაშვილობის გაწყვეტილი ურთიერთობა, რომელსაც შინაგანად ვერ ვიღებ, ვერ ვიღებ, ვერ ვიცილებ გიგას. ველოდებოდი სასჯელს, იმიტომ რომ ესენი არიან მართლაც პირსისხლიანები და საზოგადოებისგან მაინც უნდა გერიდებინა მოსამართლეს ეს ახალგაზრდები. მათ უფრო მეტი საშუალება ექნებათ გონზე მოსვლის, დაფიქრების, როცა გარიდებული იქნებიან და თავიანთ თავთან უფრო ხშირად იქნებიან დარჩენილი, უფრო მეტად დაფიქრდებიან, თუ რა ჩაიდინეს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ბოლო ნაწილი, სადაც მან [მოსამართლემ] ისაუბრა გიგა ავალიანის სისპეტაკეზე. მე სპეტაკი შვილი მომიკლეს." - თქვა გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ. მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობისთვის ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს - 10 წლითა და 6 თვით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს 2025 წლის 1 ოქტომბერს, არასრულწლოვანები ჩაუსაფრდნენ, სცემეს და მძიმე დაზიანებები მიაყენეს. გიგა ავალიანი კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, ის 25 ოქტომბერს გარდაიცვალა.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)