|
2026-04-06 14:42:17, 10036 ნახვა
სამართალი
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
სხდომაზე, სადაც ჩვენებას ზურაბ ნოღაიდელი ამ წუთებშიც აძლევს, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სააკაშვილმა მოწმეს კითხვებით მიმართა და მოღალატე უწოდა. სიტუაცია ისე დაიძაბა, ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტისა და ნოღაიდელის გაშველება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებსა და მხარეებს მოუწიათ. თავდაპირველად პროცესი და სააკაშვილის მხრიდან კითხვების დასმა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. „მინდა მოგმართოთ პროკურატურას და სასამართლოს, რომელსაც არ ვცნობ, მაგრამ ამას საზოგადოებასთან მისამართად ვიყენებ. დღეს რა მოისმინეთ, ისეთი ამ ჩვენებაში, რის გამოც ამის უკან უნდა ვიჯდე? დღესავით ნათელია, რომ თავიდან ბოლომდე ფარცხალაძის მიერ დაწერილი და შეთითხნილი ბრალია. "მიშა- ზურა გამარჯობა - გაგიმარჯოს მიშა მიშა- დღეს აქ რა მოისმინეთ, რაც ადასტურებს რომ მე აქ უნდა ვიჯდე. ხომ დასტურდება რომ შეთითხნილია. ვადასტურებ რომ ჯარის გამოყვანა ჩემი გადაწყვეტილება იყო. მაგრამ რისთვის? გიპასუხათ რომ წესრიგის დაცვისთვის. ზურა, მინდა გკითხო , პატარკაციშვილი კავშირში იყო რუსეთთან ზურა- რა თქმა უნდა ვადასტურებ რომ იყო კავშირში. პატარკაციშვილმა ფული იშოვა რუსეთში. ფსბს აგენტი თუ იყო მისი დაცვა რატომ იყო თბილისში? რატომ არ დაიჭირეთ (მანამდე მიშამ ახსენა ეს ფაქტი) მიშა- ადასტურებ თუ არა რომ იმედი შეიქმნა რუსული ფულით ზურა- რუსული ფულით შეიქმნებოდა ფული რუსეთში იშოვა მისმა მფლობელმა. მიშა- ვისი ნაქირავები იყო ბინა რომელშიც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა ზურა- არ ვიცი მიშა- ვისი და ვასილ მაღლაფერიძის ზურა. როგორ არ იცი. ზურა იყავი თუ არა 2008 წლის შემდეგ პუტინთან ზურა- კი - რატომ ზურა- იმიტომ რომ დამელაგებინა ურთიერთობები რუსეთთან. მიშა- რა ურთიერთობები უნდა დაგელაგებინა შე მოღალატე, გვიპყრობდა შენ ხარ მოღალატე! დარბაზში ხმაურია. წამოდგნენ პროკურორები, ადვოკატები ყველა ფეხზე დგას. ბრალდებულიც და მოწმეც ერთმანეთს ხმამაღლა მიმართავენ. მიშა ამბობს”ხელის გულზე დევს რომ რუსეთის ხელით მასამართლებენ” და დარბაზს ტოვებს. - წერს სასამართლო სხდომიდან ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)