09:43 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 19:06:56, 400 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ეთნიკური უმცირესობების საკითხები და მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის მნიშვნელობა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ ქვეყნის განვითარების პროცესში.

„ეთნიკურად აზერბაჯანელი ჩვენი მოქალაქეების ერთიანობა და ჩართულობა ქვეყნის მშენებლობაში არის აუცილებელი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რომელიც ახლა ხდება,"–აღნიშნა პრემიერმა შეხვედრაზე.

მისივე თქმით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის მიზანი არსებულ პრობლემებზე საუბარი და მათი გადაჭრის გზების ძიებაა.

აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს წევრებმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს საჩუქრად წმინდა ყურანი გადასცეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ–მინისტრის თანაშემწე ეთნიკური უმცირესობების საკითხებში, სავალან მირზოევი დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ გაცემული ₾7 მლნ-ის პრემია არ არის სათანადოდ დასაბუთებული - აუდიტი
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics