|
2026-04-01 16:46:24, 8117 ნახვა
სამართალი
აქტივისტები თოშხუა და შერვაშიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 2025 წლის აგვისტოში დაკავებული აქტივისტები თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და ორივე მათგანს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ დღეს 1 აპრილს გამოაცხადა. სასჯელის მოხდის ვადა აითვლება დაკავების დღიდან. მოსამართლის თქმით “ვერ და არ გაიზიარებს დაცვის პოზიციას აუცილებელი მოგერიების შესახებ, ბრალდებამ დაადასტურა ბრალეულობა”. მისივე განმარტებით, “მართალია ბრალდებულები არ არიან ნასამართლევები სხვა საქმეში, ითვალისწინებს ერთ-ერთი ბრალდებულის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ბრალდებულის პოზიციებს… ვიდეოებში, რომელიც შევისწავლეთ, საზოგადოებამ დაინახა ის, რამაც სასამართლო დარბაზში მოგვიყვანა”, - თქვა განაჩენის გამოცხადებამდე ელენე გოგუაძემ. მანვე განმარტა, თუ რატომ შეუფარდა აქტივისტებს ერთწლიანი პატიმრობა. "როცა დაზარალებული დავკითხეთ, მისი პოზიცია იყო ლოიალური, მან მოინანია, რომ თქვენს მიმართ რადიკალურად იყო განწყობილი, თუმცა ხშირ შემთხვევაში დაზარალებულს პოზიცია ვერ განსაზღვრავს იმას, რომ ლოიალური იყო, მე გავითვალისწინე დაზარალებულის პოზიცია, სასჯელის ნაწილში”, - თქვა მოსამართლემ გადაწყვეტილების დასაბუთებისას. რუსთაველზე მიმდინარე პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეებს პროკურატურა ყოფილ ფეხბურთელსა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერზე ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობას ედავებოდა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)