|
2016-03-31 18:10:41, 862 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებულ ბრიგადას ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შვილები ესტუმრნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებულ ბრიგადას ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შვილები ესტუმრნენ. ვეტერანების შვილებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს. ჯარისკაცები მოზარდებს სამხედრო ცხოვრების წესისა და დისციპლინის შესახებ ესაუბრნენ, ასევე, გააცნეს ინფორმაცია საერთაშორისო მშვიდობის დამყარების საქმეში ქართველი სამხედროების წვლილის შესახებ. მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ბავშვებმა ჯარისკაცების საცხოვრებელი ყაზარმები, სპორტული და სასწავლო დარბაზები დაათვალიერეს. სპეციალურად მათთვის ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო. ღონისძიების დასასრულს პატარებმა სპორტულ დარბაზში ჯარისკაცებს საჩვენებელი სპარინგი მოუწყვეს და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)