|
2026-03-26 20:24:29, 1257 ნახვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციო: მარიხუანის მცირე ოდენობით ფლობის გამო რიგი უფლებების ჩამორთმევა კონსტიტუციურია
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნორმები, რომლებიც მცირე ოდენობით მარიხუანას შეძენა-შენახვის გამო - მართვის უფლების 3 წლის ვადით ჩამორთმევას, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, საჯარო სამსახურში საქმიანობისა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების უფლებების 5 წლის ვადით ჩამორთმევას ითვალისწინებს, კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. კერძოდ, საკონსტიტუციოს თანახმად, უფრო ზუსტად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნორმები რომელთა მიხედვითაც კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა (რაც გულისხმობს მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, ან/და გადაგზავნას), სავალდებულო წესით ითვალისწინებს – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლის ვადით, ხოლო პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობისა და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების 5 წლის ვადით ჩამორთმევას, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს. სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილებაზე მოსამართლეებმა - გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა განსხვავებული აზრი წარმოადგინეს. ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ კონსტიტუციური წარდგინებების ავტორთა პოზიციით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები არ შეესაბამება სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედების სიმძიმესა და მისგან მომდინარე ან მოსალოდნელ საფრთხეებს. "ამასთან, მათი ავტომატური და აბსოლუტურად განსაზღვრული ხასიათი გამორიცხავს სასამართლოს მიერ კონკრეტულ საქმეზე ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შესაძლებლობას", - ვკითხულობთ განცხადებაში. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული ღონისძიებებით მისაღწევი ლეგიტიმური მიზნები ემსახურება სხვადასხვა სფეროში არსებულ და განსხვავებულ, თუმცა ურთიერთდაკავშირებული კერძო და საჯარო ინტერესების დაცვას. "სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვა მიმართულია მესამე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ, ვინაიდან მომეტებული საფრთხის წყაროა და მოითხოვს მუდმივ სიფხიზლესა და სამართლებრივი წესების მკაცრ დაცვას. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ემსახურება ძალადობის პრევენციასა და იარაღის ბრუნვის სფეროში სახელმწიფოს მიერ დაწესებული ნებართვის საფუძველზე განხორციელებადი სამართლებრივი რეჟიმის სტაბილურობის უზრუნველყოფას. პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვა უკავშირდება განათლების სივრცის დაცვას ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო გავრცელებისა და გავლენის რისკისგან, ასევე საგანმანათლებლო გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საჯარო ინტერესის დაცულობას. საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების შეზღუდვა მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების, საჯარო მმართველობისადმი საზოგადოების ნდობისა და საჯარო ფუნქციის განხორციელებისას სამართლებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისკენ", - ნათქვამია განცხადებაში. საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება - სრულად
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)