|
2016-03-31 15:06:43, 711 ნახვა
სამართალი
მაგდა პაპიძე: როგორ იტირა მთელმა საქართველომ ჩემი ორი მკვდარი ისე, რომ სისხლი ვერავინ დაინახა?!
პროკურატურის შუამდგომლობას მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ადვოკატების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, სხდომაზე თავად პაპიძე გამოეხმაურა. კერძოდ, პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი ბრალდებულ მაგდა პაპიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა, რომელიც პაპიძის განცხადების საფუძველზე (ფიზიკურ ძალადობაზე) პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდშია გაკეთებული, და ფოტოსურათები. საუბარია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ შემთხვევის ადგილის პირველადი დათვალიერების ფოტოებზე, რომელზეც სისხლის ლაქა არაა აღბეჭდილი. "სუფთად ჩამრჩა თვალებში მე სახლის დივანი. მახსოვს ყველაფერი. ახლა შეცვლილია ოთახში განლაგება, ფოტოებიდან ვიცი. დარწმუნებული ვარ, გლოვის დღეებში მეზობლები დაეხმარებოდნენ ოჯახს, მაშინ, როცა მთელმა საქართველომ იტირა ჩემი ორი მკვდარი, როგორ ვერავინ შეამჩნია კედელზე სისხლის კვალი. საუბარია, რომ წითელ შპალერზე თავდაპირველი დათვალიერებისას არ ჩანდა სისხლი და შემდეგ აღმოჩნდა, მე და ჩემი ქმრის გემოვნებით იყო შპალერი შერჩეული.როგორ არ გამოჩნდა სისხლის წვეთები თუ იყო შპალერზე?! როგორ იტირა მთელმა საქართველომ ეს ორი მკვდარი ისე, რომ სისხლი ვერავინ დაინახა?! როგორ გამოჩნდა შემდეგ?!", - განაცხადა პაპიძემ. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ზემოთ ხსენებული მტკიცებულებები დასაშვებად ცნო.
პარლამენტი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესებს ამკაცრებს - შესაძლოა აკრედიტაცია 1 წლით შეუჩერდეს მედიასაც
თავისუფლების მოედანი - შედეგებმა დაადასტურა სომხეთის ერთგულება ევროპული მომავლის მიმართ
ღობის საქმეზე დაკავებულ კიდევ 6 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება
მაკრონმა ფაშინიანს მიულოცა: მოხარული ვარ, რომ თქვენთან მუშაობას გავაგრძელებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)