08:21 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 14:25:59, 344 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ნორმალურია, როდესაც კოალიციები არჩევნების შემდეგ იქმნება

„ნორმალურია, როდესაც პარტიები არჩევნებში დამოუკიდებლად გავალთ, ხოლო შემდგომში უკვე ხდება ასე თუ ისე გარკვეული კოალიციების შექმნა, მას შემდეგ რაც ჩატარდება არჩევნები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, 2012 წელს სხვა რეალობა იყო, ახლა კი ვითარება შეცვლილია.

„რა თქმა უნდა შევეცდებით, რომ ამ რეჟიმში მუშაობა გავაგრძელოთ არჩევნებამდე, არჩევნების შემდგომ თანამშრომლობის ფორმებზე დღეს საუბარი ალბათ ნაადრევია, საჭიროა, რომ საქართველოს მოსახლეობამ გააკეთოს შესაბამისი არჩევანი, არჩევნებში დამოუკდიებლად პარტიების მონაწილეობა არის ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკა, ამაში განსაკუთრებული არაფერია, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ნორმალური, როდესაც არჩევნებში გავალთ დამოუკიდებლად პარტიები, ხოლო შემდგომში უკვე ხდება ასე თუ ისე გარკვეული კოალიციების შექმნა, მას შემდეგ რაც ჩატარდება არჩევნები.

2012 წელს იყო სრულიად სხვა რეალობა, დღეს არის სრულიად სხვა რეალობა. 2012 წელს იყო არჩევნები, როდესაც ბლოკის ფორმით გავიდა „ქართული ოცნება“ არჩევნებზე. წინასაარჩევნო პროცესი 2012-შ იყო ძალიან მძიმე. დემოკრატიული განვითარება ამ პერიოდში მნიშვნელოვან ცვლილებებს განაპირობებს. დღეს საარჩევნო პროცესი არის გაცილებით გამჭვირვალე. ამიტომ, ჩვენ ვფიქორბთ, რომ ეს არის ნორმალური გადაწყვეტილება რომელშიც განსაკუთრებული არაფერია“, - განაცხადა გიორგი კივირიკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics