|
2026-03-22 09:42:50, 830 ნახვა
სამების ტაძარში წირვის დროს დატოვებული იქნება კორიდორი, სადაც უწყვეტად შეეძლება მრევლს შესვლა - ჯაღმაიძიე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებმაც სამგლოვიარო დღეებში ვერ მოახერხეს სამების ტაძარში პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა დღესაც ექნებათ, როგორც ღვთიმსახურების დროს, ისე – სამგლოვიარო მსვლელობისას. მისი თქმით, სამგლოვიარო მსვლელობისას, მარშრუტის გასწვრივ ცოცხალი დერეფნები მოეწყობა. „15:00 საათზე მოხდება გადასვენება, მანამდე კი, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღეებში, მოხერხდა და წირვის დროს იქნება დატოვებული ერთი მცირე კორიდორი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უწყვეტად კვლავ შეეძლება მრევლს შემოსვლა და პატივის მიგება პატრიარქისთვის. ვიცი, რომ ინტერესი ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, შეზღუდვა იქნება იმაზე მეტი, ვიდრე წინა დღეებში იყო, თუმცა მთლად ჩაკეტილი არ იქნება, შეეძლებათ, რომ შემოვიდნენ მსახურების დროს. გადასვენების პროცესში მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ იმ კორიდორის მიღმა დადგნენ მარჯვნივ, მარცხნივ. იმ მარშრუტით, რომლითაც მოხდება გამოსვენება, სიონის საკათედრო ტაძრისკენ გაემართება პროცესია და მათ შეეძლებათ, რომ ასე მიაგონ საბოლოო გზაზე გზაზე პატრიარქს. დერეფნები მოწესრიგებული იქნება ჯებირებით“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)