08:21 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 13:35:22, 383 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარეიშვილი კადრების გავრცელებაზე: კიბერდანაშაული მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევაა

 „შემაშფოთებელია ის, რაც ხდება. ამას ქართულ სინამდვილეში ემატება ამორალური ფონი, როცა ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ავრცელებენ“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრების გავრცელების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, კიბერდანაშაული მსოფლიო გამოწვევაა. საქართველოს მთავრობა მაქსიმალურადაა მობილიზებული, რათა კადრების გავრცელება მინიმუმამდე დავიდეს და დროულად მოხდეს როგორც პრევენცია, ასევე გამოძიება.

''შემაშფოთებელია ის რაც დღეს ხდება. ჩვენ ვხედავთ რა ხდება მსოფლიოში კიბერდანაშაულთან დაკავშირებით. უამრავი საიტები არსებობს, რომლებიც არა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას, მაგრამ ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოს აზარალებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ კიბედანაშაული ჯერ კიდევ არის ისეთი მოვლენა, რომელიც მთელი მსოფლიოს გამოწვევაა“, -აღნიშნა ზაქარეიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics