|
2016-03-31 13:16:36, 2562 ნახვა
Lifestyle
ხიდაშელი: ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და გასაფრთხილებელი დღე დადგა
თავდაცვის მინისტრი 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით გამართული რეფერენდუმის 25 წლის იუბილეს ეხმაურება. თინათინ ხიდაშელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და გასაფრთხილებელი დღე დადგა. 25 წლის წინ, სწორედ დღეს, ყველამ ერთად: ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა, სომხებმა, აზერბაიჯანელებმა... ყველამ, ამ მიწის შვილებმა ერთად ვუთხარით „არა“ საბჭოთა კავშირს, ერთად მოვინდომეთ და გავიმარჯვეთ, ერთად ვუთხარით „დიახ“ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, დემოკრატიულ ევროპულ საქართველოს. იმ დღის სულისკვეთებით მოვიდა დღემდე ჩვენი ქვეყანა. იმ სულისკვეთებით ვაგრძელებთ სიძნელეებთან ჭიდილს, სიბნელესთან ბრძოლას, წინააღმდეგობების გადალახვას. კიდევ დიდ ხანს გაგვყვება 25 წლის წინანდელი რეფერენდუმის ერთსულოვნება, შემართება და გამარჯვება, მაგრამ, ნამდვილად მჯერა, ზუსტად ვიცი, რომ კიდევ შევქმნით ასეთ დღეებს, რაც შემდეგი მეოთხედი საუკუნის სიძნელეებს გადაგვალახინებს, საკუთარი სამშობლოთი სიამაყეს გაგვიძლიერებს. ჩვენ შევქმენით 1991 წლის 31 მარტი! თუ მაშინ შევძელით, დღეს უფრო ადვილია! აუცილებლად, მორიგ ჯერზეც შევძლებთ! ყველას გილოცავთ!“, - წერს თინა ხიდაშელი.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)