|
2016-03-31 12:31:01, 692 ნახვა
სამართალი
პაპიძის ადვოკატები პროკურატურის 6 ნივთიერმტკიცებულების დაუშვებლად ცნობას ითხოვენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომლის დასაშვებად ცნობას ითხოვს. ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით, დაცვის მხარემ კი დააყენა შუამდგომლობა, რომ დაუშვებლად იქნას ცნობილი სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი მასალებიდან 6 ნივთიერმტკიცებულება. კერძოდ, დაცვის მხარე ითხოვს დასაშვებ მტკიცებულებათა ნუსხიდან ამოიღონ შემდეგი: უროს ექსპერტიზის შედეგი - ბიოლოგიური და გენეტიკური ქსპერტიზის შედეგი, რვეულის დათვალიერების ოქმი, ჩანაწერზე გაკეთებული ხელნაწერის ექსპერტიზის დასკვნა, ქაფიაშვილის ბინის გამეორებით დათვალიერების შედეგები, სახლიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები - ხის ნაჭერი და სხვა ნაჭრები, რომლებიც ექსპერტიზისთვის წაიღეს. ადვოკატების თქმით, ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კანონდარღვევითაა მოპოვებული და მათთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. "ექსპრესნიუსის" ჟურნალისტის ცნობით, სასამართლოში მაგდა პაპიძის დედა და და იმყოფებიან, თუმცა ისინი სხდომას არ ესწრებიან, ვინაიდან დასაკითხ მოწმეთა სიაში არიან. მაგდა პაპიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. შეგახსენებთ, პაპიძის საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმდინარე წლის 19 თებერვალს გამოძიების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ბრალდებულმა პაპიძემ საკუთარი მეუღლე თავში უროს ჩარტყმით მოკლა, ხოლო შვილი გაგუდა და ამავე დროს კვალის დაფარვა სცადა.
პარლამენტი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესებს ამკაცრებს - შესაძლოა აკრედიტაცია 1 წლით შეუჩერდეს მედიასაც
თავისუფლების მოედანი - შედეგებმა დაადასტურა სომხეთის ერთგულება ევროპული მომავლის მიმართ
ღობის საქმეზე დაკავებულ კიდევ 6 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება
მაკრონმა ფაშინიანს მიულოცა: მოხარული ვარ, რომ თქვენთან მუშაობას გავაგრძელებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)