21:47 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-14 17:02:24, 3821 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: სამწუხარო მოვლენაა, თუმცა არ შეფერხდება ქართული რაგბის განვითარება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მორაგბეების დოპინგსკანდალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

"ქართული რაგბით დღესაც ვამაყობთ და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ქართული რაგბის განვითარებას. რაც შეეხება დოპინგთან დაკავშირებულ ფაქტს, ეს მოხდა 2023 წელს, იყო ძალიან სამწუხარო. რამდენიმე მოთამაშე იყო ამ ყველაფერში ჩართული და საერთაშორისო კავშირმა მიიღო შესაბამისი ზომები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, თუმცა, ბუნებრივია, ქართული რაგბის განვითარება უნდა გაგრძელდეს და ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ რაგბის განვითარებას. […] 

ფედერაციაც ჩაიხედავს ამ ყველაფერში, რაგბის კავშირი და ვიმსჯელებთ ყველა ერთად, რაიმე ზომები იქნება მისაღები, მივიღებთ. მთავარია, რომ არ შეფერხდება, არავითარ შემთხვევაში, ქართული რაგბის განვითარება, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებლები." - განაცხადა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ინფორმაციით, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს და World Rugby-ის ერთობლივი გამოძიების შედეგად, დადასტურდა ანტიდოპინგური წესების დარღვევა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 6 მოთამაშისა და სპორტსმენთა დამხმარე პერსონალის 1 წევრის მხრიდან





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics