22:04 - 21 Jul, 2026
|
2026-03-14 10:15:12, 14122 ნახვა
რეგიონი
უკრაინამ კრასნოდარი დაბომბა, დაზიანდა პორტი კავკაზი
14 მარტის ღამეს, რუსეთის კრასნოდარის მხარეში დრონით თავდასხმამ აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გააჩინა და კავკაზის პორტში გემი დააზიანა. ამის შესახებ, რუსული პროპაგანდისტული მედია, ASTRA, CyberMuka, კრასნოდარის მხარის სამუშაო ჯგუფი იუწყება. ადგილობრივი მაცხოვრებლები ათობით აფეთქების შესახებ იუწყებიან, რომლებიც დაახლოებით ღამის 1:00 საათზე დაიწყო. „ხანძარი გაჩნდა სევერსკის რაიონში მდებარე აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ტექნიკურ დანადგარებში. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები მიმდინარეობს“, - იტყობინება რეგიონული სამუშაო ჯგუფი. CyberBoroshno OSINT პროექტის ანალიტიკოსებმა, ვიდეოს ანალიზის საფუძველზე, დაადასტურეს AT-22/4 დანადგარის განადგურება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)