08:21 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 09:56:32, 324 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს ყველა მოქალაქე ოცნებობდა

25 წლის წინ 31 მარტს ქართველმა ხალხმა, ოსეთთან და აფხაზეთთან ერთად გამოხატეს ნება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ეს გამარჯვება ძალიან ბევრმა ადამიანმა მოუტანა. მისივე თქმით, ეს გამარჯვება პირველ რიგში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა.

„სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგად საქართველომ დაიწყო განვითარების ახალი ეტაპი და სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებელ, ევროპულ ქვეყანას ვაშენებთ. ეს გამარჯვება ბევრი ადამიანის მოტანილი, ამ ძალიან მნიშვნელოვან წლებში ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩართული, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დამსახურება. დღეს მას 77 წელი შეუსრულდებოდა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, მთავრობის ამოცანაა იმ იმედის ნაპერწკლის აღდგენა, რომელიც მაშინ არსებობდა.

„ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ყველა მოქალაქე ოცნებობდა და ჩვენი ამოცანა არის სწორედ ის, რომ აღვადგინოთ მომავლის იმედის ის ნაპერწკალი, რომელიც მაშინ ყველა ჩვენთაგანის გულებში იყო. ასე, რომ დღეს მნიშვნელოვანი დღეა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics