|
2026-03-10 18:59:26, 3611 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - წამოვაყენეთ დიალოგის ნაკლებობის საკითხი
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პერე ჟოან პონს სამპიტროს განმარტებით, დიალოგის არარსებობის საკითხი დააყენეს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე და ოპოზიციასთანაც. მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრის შემდეგ, სამპიეტროს პასუხი ჟურნალისტის კითხვას მოყვა, თუ როგორ შეაფასებს “ქართული ოცნების” ბოლო ქმედებებს, „რამდენადაა მათი ნაბიჯები ანტიდემოკრატიული და ირღვევა თუ არა საქართველოში მოქალაქეების უფლებები“. „პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ ეს იყო გულახდილი და ნაყოფიერი ვიზიტი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ პირველივე დღეს შევხვდით იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო ამ ადამიანებთან სიახლოვე. ეს ორგანიზაცია საპარლამენტო ასამბლეაა, რომელშიც 300-ზე მეტი პარლამენტარია გაერთიანებული, თუმცა მისი მთავარი მიზანი მოსახლეობის ინტერესების დაცვაა. ჩვენ ერთ მილიარდზე მეტ ადამიანს წარმოვადგენთ და ქალთა საერთაშორისო დღეს სწორედ მათთან სიახლოვე იყო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი. ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი შედეგია, რომ შევძელით ყველა მხარესთან საუბარი. საპარლამენტო ასამბლეა ბოლო ექვსი-შვიდი თვის განმავლობაში ყველა მხარესთან მუშაობდა. ის, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში იხილეთ, სწორედ ამ თვეების მუშაობის შედეგია. შევძელით თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ასევე, პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის სპიკერთან შეხვედრა და ყველა მნიშვნელოვანი საკითხის დაყენება. ჩვენ ვისაუბრეთ დიალოგის არარსებობაზე, ბოიკოტზე და ძალადობაზე. ეს ორგანიზაცია გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, თუმცა დემოკრატიულმა სისტემებმა ასევე უნდა დაიცვან მოქალაქეთა უფლებები. დიალოგის არარსებობის საკითხი დავაყენეთ პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან და ოპოზიციასთანაც. და უნდა ვთქვა — ამ ქვეყანაში დიალოგი არ არსებობს. შეიძლება, განსხვავებული შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ ჩვენი საყრდენი 2024 წლის მოხსენებაა და მიგვაჩნია, რომ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ მისი რეკომენდაციების შესასრულებლად“, – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)