|
2026-03-08 11:58:56, 4013 ნახვა
საზოგადოება
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საავიაციო სექტორში ჩართული ქალი ავიასპეციალისტების რაოდენობა საქართველოში 49%-ით გაიზარდა
საქართველოში ფრენების უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების უზრუნველყოფაში ასეულობით მაღალკვალიფიციური ქალია ჩართული. - წერია სამოქალაქო საავიაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ცნობაში. "ქალი სპეციალისტები წარმოდგენილნი არიან ავიაციის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით - საფრენოსნო ექსპლუატაციიდან საჰაერო ხომალდების ტექნიკურ მომსახურებამდე. არსებული მონაცემებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 149 ქალი ფლობს (სერტიფიცირებული ავიასპეციალისტების საერთო რიცხოვნობის 16%-ი). შედარებისთვის, 2021 წლის მონაცემებით, სერტიფიცირებული ქალი ავიასპეციალისტების რაოდენობა 100-ს შეადგენდა. შესაბამისად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საავიაციო სექტორში ჩართული ქალი ავიასპეციალისტების რაოდენობა საქართველოში 49%-ით გაიზარდა. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის და ბორტინჟინრის მოწმობის მფლობელთაგან, რომელთა საერთო რაოდენობა 387-ს შეადგენს, 6 ქალი პილოტია (საერთო რაოდენობის 2%-ი) მათ შორის, ერთი ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობას ფლობს, სამი კომერციული პილოტის მოწმობას, ხოლო ორი მათგანი მოყვარული პილოტია;
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)