2026-03-03 13:05:26, 884 ნახვა
ხვალიდან, „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისი მომხმარებელს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება
ხვალიდან, "ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისი მომხმარებელს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.
ხანძარი, რომელიც ლიკვიდირებულია, საოფისე სივრცეებში არ გავრცელებულა.
"აღნიშნული სივრცე ფიზიკურად დაშორებულია შენობის დანარჩენ ნაწილებს და არ წარმოადგენს საფრთხეს შენობის ოპერაციული ფუნქციონირებისთვის. ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება", - აცხადებენ ბანკში.
გამომდინარე იქიდან, რომ დღეს უქმე, ბანკი მომხმარებელს ხვალიდან მოემსახურება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,