13:34 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-01 14:23:40, 476 ნახვა

დიდი ბრიტანეთი ამბობს, რომ ირანმა კვიპროსის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ჯონ ჰილი აცხადებს, რომ ირანმა კვიპროსის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა, ეს შესაძლოა იყოს ირანის პირველი სარაკეტო თავდასხმა ევროპაზე.

"ჩვენ თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ ისინი არ უმიზნებდნენ ჩვენს ბაზებს" - თქვა თავდაცვის მდივანმა Sky News-თან ინტერვიუში.

დიდ ბრიტანეთსს კვიპროსში ორი დიდი სუვერენული სამხედრო ბაზა აქვს.

ამავდროულად, ჯონ ჰილი ამბობს, რომ ეს "ძალიან რეალური და მზრდი საფრთხის მაგალითია".

28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი საჰაერო იერიში მიიტანეს. სამიზნე ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობაა - ამჟამინდელი მონაცემებით, მოკლულია აიათოლა ალი ხამენეი, ასევე, მისი ნათესავები, ირანის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელ ხალხს მოუწოდა, ისარგებლონ მომენტით და "აიღონ კონტროლი საკუთარ მთავრობაზე". ნეთანიაჰუს განცხადებით, მიზანი "აიათოლას რეჟიმის დასრულებაა".

თეირანმა რაკეტებით და დრონებით შეუტია ისრაელისა და აშშ-ის ბაზებს რეგიონში. აფეთქებები მოხდა დუბაიში, ბაჰრეინში, ქუვეითსა და კატარში.

თეირანში ქალაქში სამთავრობო კვარტალი გადაკეტილია, მოსახლეობას კი თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics