07:08 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 14:36:44, 372 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარი: ვიზალიბერალიზაციის პროცესის არჩევნებთან დაკავშირება უპასუხისმგებლო იქნებოდა

ახლა ვიზალიბერალიზაციის პროცესი არჩევნებთან რომ დაგვეკავშირებინა უპასუხისმგებლო იქნებოდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჰაიდი ჰაუტალამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს პროცესი რომელიმე ხელისუფლებასთან არ არის დაკავშირებული.

„ვფიქრობ, უპასუხისმგებლობა იქნებოდა ახლა ვიზალიბერალიზაციის პროცესი არჩევნებთან დაგვეკავშირებინა, რადგან ეს არ არის დაკავშირებული რომელიმე ხელისუფლებასთან ან წინა საარჩევნო და არჩევნების შემდეგ პროცესთან. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების მხრივ და არაა დაკავშირებული იმასთან, ვინაა ხელისუფლებაში,“ - აღნიშნა მწვანეთა პარტიის წევრმა ჰაიდი ჰაუტალამ.

შეგახსენებთ, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის თქმით ვიზალიბერალიზაციის პროცესი დასრულებული არ არის და საბოლოო გადაწყვეტილებამდე საქართველოს გარკვეული გზა აქვს გასავლელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics