|
2026-02-21 13:30:21, 2126 ნახვა
სამართალი
ბიზნესმენ ვანო გოგლიძეს პატიმრობა შეეფარდა
კომპანია "კულასა" და "ბატონის" ხელმძღვანელს, ბიზნესმენ ვანო გოგლიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატი მისი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ გაიზიარა. ივანე გოგლიძეს შსს-ს სასაზღვრო პოლიციასა და თავდაცვის სამინისტროსთვის ფალსიფიცირებული თევზის კონსერვების მიწოდებას ედავებიან. გოგლიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 20 თებერვალს დააკავა. გოგლიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციას გულისხმობს, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5 - დან 7- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)