|
2026-02-17 16:10:12, 464 ნახვა
მედია: უკრაინის F-16-ების ესკადრილია ჰოლანდიელი და ამერიკელი პილოტებითაა დაკომპლექტებული
პროექტი Intelligence Online წერს, რომ უკრაინის F-16-ების ახალშექმნილი ესკადრილია არამხოლოდ უკრაინელი, არამედ ამერიკელი და ჰოლანდიელი პილოტებისგანაა დაკომპლექტებული. ინფორმაციის მიხედვით, მათ დროებითი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული და უკრაინელებს F-16-ების ტექნიკური უპირატესობების ათვისებაში ეხმარებიან. როგორც მედიაპროექტი წერს, ახალი ესკადრილია რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა. მასში შედიან ამერიკელი ვეტერანები, რომლებიც საბრძოლო დავალებებს ავღანეთში ასრულებდნენ. ამავე ცნობით, ერთ-ერთი მფრინავი ახლო აღმოსავლეთშიც მსახურობდა. რაც შეეხება ჰოლანდიელ პილოტებს, ისინი არიან "მოწინავე ევროპული საბრძოლო სკოლებიდან, ცნობილი არიან მაღალი დონის მომზადებით გადატაცებასა და თანამედროვე საჰაერო ბრძოლაში". როგორც მედია წერს, უცხოელ პილოტებს 6-თვიანი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული და სურვილის შემთხვევაში მათი გახანგრძლივება შეეძლებათ. F-16-ების უცხოელი პილოტები, ცნობის მიხედვით, პატრულირებენ რუსეთის საჰაერო დარტყმების დროს, რათა უფრო ჩქარი რეაგირება ჰქონდეთ მომავალ საფრთხეზე. Intelligence Online წერს, რომ ვეტერანების ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი არის მაღალი სიზუსტის საბრძოლო სენსორების, კერძოდ, Lockheed Martin Sniper-ის დასამიზნებელი მოდულის ეფექტური გამოყენების ცოდნა. ეს სისტემა გამოიყენება შორ მანძილზე იდენტიფიცირებისთვის, მაღალი სიჩქარით მოძრავი სამიზნეების კონტროლისთვისა და ცუდ ამინდში მუშაობისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)