13:12 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-16 16:22:43, 393 ნახვა

დათუნა სულიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - დიზაინერი საპატიმროს 9 ივნისს დატოვებს

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ დიზაინერს, დათუნა სულიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება მოსამართლე თამარ მახარობლიძემ დაამტკიცა.

აღნიშნული შეთანხმებითა და გადაწყვეტილებით, დათუნა სულიკაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი. მას რეალური სასჯელის სახით 6-თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, 4 წელნახევარი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, ამასთან, სულიკაშვილს ჯარიმის სახით 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა. სულიკაშვილს კანონით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთვა, მათ შორის, მანქანის მართვისა და საჯარო ხელისუფლებაში საქმიანობა.

დათუნა სულიკაშვილი გლდანის მე-8 დაწესებულებას 4 თვეში, 9 ივნისს დატოვებს.

ცნობისთვის, დათუნა სულიკაშვილი სამართალდამცავებმა 9 დეკემბერს დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძება-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics