|
2026-02-16 13:56:37, 413 ნახვა
საკონსტიტუციომ მოსამართლე ხუჭუას წარდგინებები არსებითად განსახილელად არ მიიღო
საკონსტიტუციო სასამართლომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინებები არსებითად განსახილელად არ მიიღო, ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც ვლადიმერ ხუჭუა აცხადებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის ისტორიაში, საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლის წარდგენები პირველად არ მიიღო არსებითად განსახილველად. "საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო განჩინებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებში 2025 წელს განხორციელებული ცვლილებების (განმეორებისას, ჯარიმის გადაუხდელობის გამო, მოსამართლის ვალდებულება პირს შეუფარდოს მხოლოდ პატიმრობა, არანაკლებ მაქსიმალური ვადის ნახევრისა) კონსტიტუციასთან შეუსაბამობასთან დაკავშირებული მისი წარდგინებების არსებითად განსახილველად არ მიღების თაობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის ისტორიაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პირველად არ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული მოსამართლის წარდგინებები იმ საფუძვლით, რომ „სადავო დანაწესი არ წარმოადგენს საქმეზე გამოსაყენებელ კანონს, რომელსაც უნდა დააფუძნოს საქმის განმხილველმა მოსამართლემ დავის სამართლებრივი გადაწყვეტა", - განაცხადა ვლადიმერ ხუჭუამ. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას განცხადებით, ის კვლავ გააგრძელებს სამართლიან, მიუკერძოებელ და კანონის საფუძველზე დამყარებულ ჯეროვანი მართლმსაჯულების განხორციელებას. *** 2024 წლის საპარლამენტო არჩვნების შემდეგ, 4 ნოემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ თეთრიწყაროსა და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა. მან განაცხადა, რომ ელექტრონული წესით ჩატარებულ არჩევნებზე ხმის ფარულობა დაირღვა. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებით, გაუქმდა ის 30 უბანი, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა. მოგვიანებით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ განაცხადა, რომ მან ელექტრონული წესით ჩატარებულ არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება საკუთარი სამოსამართლეო ფიცის, კანონის უზენაესობასა და არსებულ მასალებზე დაყრდნობით მიიღო.
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)