|
2026-02-16 11:20:55, 2536 ნახვა
ეკონომიკა
ქვრივიშვილი: მილიარდი ლარის ჯარიმის პატიება ენერგეტიკული სექტორისთვის იყო სამართლიანი მიდგომა
ივანიშვილის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება მოხდა - მილიარდი ლარის ჯარიმის პატიება ენერგეტიკული სექტორისთვის.მარიამ ქვრივიშვილმა კიდევ ერთელ ხაზგსმით აღნიშნა, რომ ეს არის პირობიანი პატიება, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ ვერ მოხდება დათქმულ, ახალ ვადაში პროექტის განხორციელება, ინვესტორს აღუდგება ნაპატიები ჯარიმა და დაეკისრება ახალი ჯარიმაც. „ვფიქრობთ, ეს იყო საკმაოდ ოპტიმალური და სამართლიანი მიდგომა. პროცესი დღეს უკვე ძალიან აქტიურ ფაზაშია და სასიხარულოა, რომ კერძო სექტორმა ძალიან დადებითად შეაფასა მთავრობის გადაწყვეტილება. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ბიძგი ენერგეტიკის სექტორში დადგმული სიმძლავრეების ზრდის კუთხით" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ოპტიმიზაციის პროცესის მნიშვნელობას, რომელიც სამინისტროს სისტემაში შემავალ ენერგეტიკულ საწარმოებში განხორციელდა. მინისტრის განცხადებით, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში, საკმაოდ გამჭვირვალედ ხორციელდება მჭიდრო თანამშრომლობა კერძო სექტორთან. „ჩვენ ღიად ვსაუბრობთ იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ენერგეტიკის სექტორში არსებობს, მაგრამ, მეორე მხრივ, მათთან ერთად ვმსჯელობთ სწორი გადაჭრის გზებზე, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს, დააჩქაროს პროექტების განხორციელება და ექსპლუატაციაში შესვლა" განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)