|
2026-02-14 10:53:47, 12029 ნახვა
სპორტი
ნიკა ეგაძემ ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიული შედეგი გაიმეორა
ფიგურულ ციგურაობაში ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე- მილანი/კორტინა 2026 მედლების მესამე კომპლექტი ვაჟთა ერთეულებში გათამაშდა. თავისუფალი პროგრამის შედეგების გათვალისწინებით გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. მოკლე პროგრამაში დაკავებული მე-15 ადგილის შემდეგ ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ნიკა ეგაძემ თავისუფალ პროგრამაში გაცილებით უკეთ იასპარეზა, მსაჯებისგან 175.16-ქულიანი შეფასებით შესაბამის პროგრამაში მე-7 ადგილზე აღმოჩნდა. ორივე პროგრამის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრების წევრს 260.27 ქულა დაუგროვდა და მეათე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ სარბიელზე ვაჟთა ერთეულებში საქართველოს საუკეთესო შედეგი დღემდე ეკუთვნოდა მორის ყვითელაშვილს, რომელმაც პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მეათე ადგილი დაიკავა. მილანი/კორტინა 2026 - ზე ვაჟთა ერთეულებში ჩემპიონი გახდა ყაზახეთის წარმომადგენელი მიხეილ შაიდოროვი. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები ერგოთ იაპონელებს, იუმა კაგიამას და შუნ სატოს. 14 თებერვალს, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდიდან გიგანტურ სლალომში იასპარეზებს სამთო- მოთხილამურე ლუკა ბუჩუკური. ფიგურულ ციგურაობაში ასპარეზობა კი 15 თებერვალს, წყვილთა მოკლე პროგრამით განახლდება, სადაც იასპარეზებს ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილი. ასევე, 15 თებერვალს ოლიმპიურ სარბიელზე გავა სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური, რომელიც გიგანტურ სლალომში იასპარეზებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)