|
2026-02-13 18:55:31, 499 ნახვა
EU-ის სპიკერი გრანტების კანონზე: დემონსტრირებაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ზურგს აქცევს ქვეყნის EU-სკენ მიმავალ გზას
შემოთავაზებული ცვლილებები აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლების მცდელობების შემდგომ ესკალაციას, მკვეთრად შეზღუდოს ქვეყნის სამოქალაქო და დემოკრატიული სივრცე, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა, ანუარ ელ ანუნმა „ევროსკოპის“ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვა ეხებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას და ასევე იმას, რა ნაბიჯებს გადადგამს ევროკავშირი, თუკი „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დროს ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მიიღებენ. „ევროკავშირის ელჩმა ევროკავშირის შეშფოთება პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებასთან წამოჭრა. თუ ამ ზომებს მიიღებენ, ეს კიდევ უფრო ჩაახშობს ძირითად დემოკრატიულ თავისუფლებებს. ეს კანონმდებლობა შეეწინააღმდეგება ფუნდამენტურ უფლებებს, ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ეს იქნება კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ზურგს აქცევს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რაც აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებებს. რაც შეგვეხება ჩვენ, ევროკავშირს, ყოველთვის გავაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, საქართველოს ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას. სანქციების თვალსაზრისით, ჩვენ თანმიმდევრულები ვართ რეაგირებაში და ყველა ვარიანტი კვლავ მაგიდაზეა. შევამცირეთ ჩვენი პოლიტიკური კონტაქტები, შევწყვიტეთ საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ დახმარების გაწევა და შევაჩერეთ უვიზო მიმოსვლა ქართველი დიპლომატებისთვის, თანამდებობის პირებისთვის და მათი ოჯახებისთვის“, - აღნიშნა პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი ზურაბიშვილს შეხვდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო „გრანტების შესახებ“ კანონსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ახლახან წარდგენილ ცვლილებების პაკეტის შესახებ ევროკავშირის „სერიოზული შეშფოთების“ გამოთქმა. პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებებმა შეიძლება პირდაპირ და უარყოფითად იმოქმედოს საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების მუშაობაზე.
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)