|
2026-02-13 11:10:44, 1363 ნახვა
სამართალი
პოლიციამ დააკავა კაცი რომელიც სამ არასრულწლოვან ქალიშვილზე სექსუალურად ძალადობდა
დაკავებულია პირი, რომელიც სისტემატურად ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას საკუთარი არასრულწლოვანი ქალიშვილების მიმართ - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 1980 წელს დაბადებული იორდანიის მოქალაქე ს.ა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული წინასწარი შეცნობით, სისტემატურად ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას საკუთარი არასრულწლოვანი ქალიშვილების მიმართ. გარდა ამისა, დგინდება, რომ დანაშაულში ბრალდებული პირი შვილებზე ფიზიკურადაც ძალადობდა. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულის შესახებ არასრულწლოვნები მოუყვებოდნენ სხვა პირებს, ბრალდებული სამივე შვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. "ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ს.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილითა და 11 პრიმა 141-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)