|
2026-02-12 19:58:02, 502 ნახვა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ლიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ილიაუნის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები განათლების სამინისტროს მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლების ნაბიჯი უნივერსიტეტის გაუქმებასა და სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების დაზიანებას ნიშნავს. ამასთან, აცხადებენ, რომ სტუდენტები მზად არიან პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან და განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან საჯარო დისკუსიისთვის. „დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ყველაზე ანტიეროვნული ნაბიჯი – გააუქმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. დააზიანა არაერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი და შეურაცხყოფა მიაყენა ერთიანობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოს – სოხუმის უნივერსიტეტს. ისინი ამბობენ, რომ განათლების ხარისხს აუმჯობესებენ, თუმცა როგორი ნაბიჯებით? თსუ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც ყველა საერთაშორისო რეიტინგში ფიგურირებს. ილიას უნივერსიტეტის დახურვა თურმე განათლების დონის გაუმჯობესებაა – ეს ალოგიკური განცხადებაა", - აცხადებენ ისინი.
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)