12:21 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-12 17:43:42, 743 ნახვა

პოლიტიკა
მარია ზახაროვა: რუსეთი მშვიდობის საბჭოს სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება

რუსეთის დელეგაცია დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.

„რუსეთი „მშვიდობის საბჭოს“ სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, „მშვიდობის საბჭოსთან“ დაკავშირებით რუსეთის პოზიციის „ფორმირება ჯერ კიდევ გრძელდება“.

გუშინ, ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ „მშვიდობის საბჭოს“ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისგან მიწვევა მიიღო, თუმცა ვაშინგტონში წასვლას გრაფიკიდან გამომდინარე ვერ ახერხებს.

ცნობისთვის, „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი ვაშინგტონში 19 თებერვალს გაიმართება. „მშვიდობის საბჭოს“ წესდების ხელმოწერის ცერემონია გასულ თვეში, დავოსში გაიმართა. ამჟამად საბჭოს შემადგენლობაში წესდების ხელმომწერი 22 სახელმწიფოა.

„მშვიდობის საბჭო“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს, თავდაპირველად ღაზას რეკონსტრუქციაზე პასუხისმგებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა, თუმცა, ორგანიზაციის წესდების თანახმად, მის მისიას მთელ მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარება წარმოადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics