12:34 - 22 Jul, 2026
|
2026-02-12 11:12:46, 1473 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამია პატიმრობიდან გათავისუფლდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პატიმრობიდან გათავისუფლდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ დღეს, 12 თებერვალს დატოვა. ნიკა გვარამია 2025 წლის 13 ივნისს დააკავეს, რადგან მან არ გადაიხადა 30 000-ლარიანი გირაო, რომელიც ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად ჰქონდა შეფარდებული. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმეა აღძრული. მას ოფიციალური ბრალით ედავებიან 2024 წლის არჩევნების შემდეგ „თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით“ „ რადიკალიზაციის მიზნით ქუჩაში აქტიური პროცესების დაწყებას”. მას ბრალი საბოტაჟის მუხლით წაუყენეს და 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)