|
2016-03-29 19:42:39, 908 ნახვა
სამხედრო
„მოკავშირე ძალების ფონდის“ დირექტორი კრწანისის სასწავლო ცენტრს ეწვია
საქართველოში ვიზიტად მყოფი „მოკავშირე ძალების ფონდის“ დირექტორი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ეწვია. სტიუარტ ტეილორი სასწავლო ცენტრს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსთან, პაატა პატიაშვილთან ერთად ესტუმრა. ბრიტანელმა სტუმარმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაათვალიერა. სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელობამ „მოკავშირე ძალების ფონდის“ დირექტორს სიმულაციური სისტემა „JCATS“-ის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარეს. ბრიტანელი სტუმარი გუშინ საქართველოს თავდაცვის უწყებას სტუმრობდა. სტიუარტ ტეილორი საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა. შეხვედრაზე დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელი სამომავლო პროექტები განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)