|
2026-02-09 16:41:04, 621 ნახვა
პოლიტიკა
ხვალ საქალაქოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომა გაიმართება
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, არჩილ ჭავჭანიძის განცხადებით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართება. როგორც მან აღნიშნა, პროკურატურის მიერ წარმოდგენილ 42 ტომში ვერ მოიძებნა ერთი ირიბი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებს ბრალად წაყენებული ქმედების განხორციელებას, რომ თითქოსდა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მოქალაქეებს მოუწოდებდნენ რევოლუციისკენ, საქართველოს პარლამენტის პიკეტირებისკენ, ან სხვა ძალადობრივი ქმედებისკენ. „საბოტაჟის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული საქმე განიხილოს თუ არა სასამართლომ არსებითად. რა თქმა უნდა, პროკურატურის მიერ წარმოდგენილ 42 ტომში ვერ მოიძებნა ერთი ირიბი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებს ბრალად წაყენებული ქმედების განხორციელებას, რომ თითქოსდა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მოქალაქეებს მოუწოდებდნენ რევოლუციისკენ, საქართველოს პარლამენტის პიკეტირებისკენ, ან სხვა ძალადობრივი ქმედებისკენ. აღნიშნული არის ფორმულირებული ბრალდებაში, თუმცა პროკურატურის მიერ ერთი მტკიცებულებაც კი არ ადასტურებს იმას, რომ აღნიშნულ ქმედებას ახორციელებდნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შესაბამისად, არ არსებობს არავითარი სამართლებრივი საფუძველი სასამართლოში აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის განხილვის, მით უფრო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების. სწორედ ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საქმეს საერთოდ არანაირი კავშირი არ გააჩნია სამართალთან, ეს არის პოლიტიკური დევნა, რომელიც გრძელდება პოლიტიკური პარტიის ლიდერებზე“,- განაცხადა ჭავჭანიძემ. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ.
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)