|
2026-02-09 14:28:27, 1069 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის კლინიკაში ექიმმა დაზიანებები მიიყენა, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო
ქუთაისის კლინიკა უნიქალ მედიში მომხდარ შემთხვევაზე, სადაც ექიმმა დანით მრავლობითი დაზიანებები მიიყენა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ინფორმაცია ფორმულას შსს-ში დაუდასტურეს. TV პირველთან თვითმხილველები ამბობენ, რომ ექიმის მიერ ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებების მიყენებას წინ, სავარაუდოდ, კლინიკის დირექტორთან კახა ნურალიძესთან კონფლიქტი უძღოდა. იქ მომუშავე ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, დირექტორის მხრიდან ქალების შევიწროება სისტემურ ხასიათს ატარებდა და ამის შესახებ არაერთხელ მიმართა კლინიკის დამფუძნებლებს, რომ კახა ნურალიძე გაეთავისუფლებინათ. "რამდენიმე კვირის წინ დამირკა თვითონ [დაშავებულმა ქალმა], როგორც დამფუძნებელი ამოდი და რამე ზომები მიიღეთ. ეს კაცი [კახა ნურალიძე] სიცოცხლეს გამომასალმებსო. მე თვითონ იმიტომ არ მოვედი აქ, რომ მეც ანალოგიურ მდგომარეობაში ვყავდი. [...] რამდენიმე თვეა, დამფუძნებლებთან ვცდილობთ, ეს კაცი გაუშვან თანამდებობიდან, თუმცა რეაგირება არ იყო", - აღნიშნავს თანამშრომელი. სამედიცინო დაწესებულებაში ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. კლინიკის დირექტორს მომხდართან დაკავშირებით განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)