|
2026-02-07 12:23:04, 1487 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს განვითარების ფონდი და პროგრამის აწარმოე საქართველოში გაერთიანდება
არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა" და პროგრამის "აწარმოე საქართველოში" შერწყმაზე, რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება, - ამის შესახებ ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს ორი უწყება გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება ერთგვარ სახელმწიფო ბანკად წარმოდგენილი. პრემიერის განცხადებით, ეს არ იქნება კლასიკური ბანკი, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი. „ არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა" და პროგრამის აწარმოე საქართველოში" შერწყმაზე. რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც შესაბამისი ფუნქციებით იქნება დატვირთული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. იყო რამდენიმე სხვადასხვა უწყება, რომელიც შესაბამის ფუნქციებს ითავსებდა და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც ამ ფუნქციებით იქნება დაკავებული. საუბარია „საქართველოს განვითარების ფონდი", შეერწყმება პროგრამას „აწარმოე საქართველოში", გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება ერთგვარ სახელმწიფო ბანკად წარმოდგენილი. ეს ბუნებრივია, არ არის კლასიკური ბანკი, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი. ეს ცვლილებები გახდა საჭირო ოპტიმალური მართვისთვის. როდესაც მსგავსი ფუნქციები გადანაწილებულია სხვადასხვა ინსტიტუტებზე, უმჯობესია, ეს ყველაფერი ერთიანი ხაზით იყოს მართული ", - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)