03:38 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-06 15:16:44, 393 ნახვა

ისლამაბადის ერთ-ერთ მეჩეთში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა და 169 დაშავდა.

ადგილობრივი მედიის თანახმად, აფეთქება პარასკევის ლოცვის დროს მოხდა.

ისლამაბადის პოლიციის ინფორმაციით, მომხდარის ნიშნები მიუთითებს, რომ აფეთქება თვითმკვლელმა განახორციელა. ინციდენტის ადგილზე პოლიციისა და სამაშველო სამსახურის 1 122 თანამშრომელი იმყოფება, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები.

ქვეყნის პრეზიდენტმა, ასიფ ალი ზარდარიმ სამძიმარი გამოუცხადა აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს და თქვა, რომ უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დასჯა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმა შიიტი მუსლიმების მეჩეთში მოხდა.

პოლიციის წყაროების ცნობით, შიდა გამოძიების თანახმად, თავდასხმის უკან პაკისტანის თალიბანი ანუ „ტეჰრიკ-ი-თალიბან პაკისტანი“ დგას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics