|
2026-02-05 15:51:35, 1288 ნახვა
სამართალი
„რატის ბარში" მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „რატის ბარში" მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 11 მაისს, თბილისში, „რატის ბარში" ბრალდებულმა განზრახ მკვლელობის მიზნით, 18 წლის ახალგაზრდა ბარის უკანა სივრცეში არსებულ ოთახში გაიყვანა და დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა ნამდვილად იცოდა მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა მომხდარი სამართალდამცველებს არ შეატყობინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ" და „პ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით და არაერთგზის) და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, სასამართლომ დამნაშავედ ცნო 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშუალის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული) და სასჯელის სახედ და ზომად სამი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)