|
2026-02-04 12:08:15, 630 ნახვა
პოლიტიკა
აბუ დაბიში ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აბუ-დაბიში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. მოლაპარაკებებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ესწრებოდნენ. ამჟამად ლიდერები დახურულ ფორმატში პირისპირ შეხვედრას აგრძელებენ. ცნობისთვის, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში „ზაიედის პრემიის“ მისაღებად ჩავიდნენ. სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები მშვიდობის დამყარების, ასევე რეგიონში თანამშრომლობისა და სტაბილურობისადმი მათი თანმიმდევრული შრომის აღიარების ნიშნად პრემიის წლევანდელ გამარჯვებულებად გამოცხადდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)