|
2016-03-29 15:46:32, 596 ნახვა
პოლიტიკა
ვანო მაჭავარიანი: სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამომიგზავნეს, რომლის გავრცელებაც დაანონსდა
საერთაშორისო საკითხებში ექსპერტის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, სოციალურ ქსელში სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუგზავნეს. როგორც მაჭავარიანმა "TV პირველის" ეთერში განაცხადა, მას კადრები არ უნახავს, თუმცა ვიდეოკადრებს ედო ფოტოები, რომელზეც ჩანდა ორი ადამიანის ფიგურა და მეტყველებდა, რომ ეს ფარული კადრები იყო. "მე მქონდა ორი კვირის წინ ინტერვიუ „მაესტროზე“,ძალიან მკაცრად ვისაუბრე იმ თემაზე, რომ ეს არის მთავრობის ხელი და მთავრობას ძალუძს, რომ ესეთი რამე აკეთოს და შევიდეს ინტერნეტსივრცეში. ზუსტად სამ დღეში მე დამიბლოკეს Facebook-ი და მაგრძნობინეს, რომ მათ აქვთ ამის შესაძლებლობა. გამომიგზავნეს ასევე კადრები, რომლებიც მე რა თქმა უნდა, არ გავხსენი. ეს ის კადრები იყო, რომელიც უნდა გავრცელდეს ინტერნეტსივრცეში. მომივიდა რამდენიმე გზავნილი, სადაც იყო შეთავაზება, ხომ არ გაინტერესებთ ნახოთ ეს კადრები. ეს იყო გამოგზავნილი გაუგებარი ინტერნეტ წყაროდან, რომელიც თავისთავად, ჩემთვის არ არის საინტერესო და მიმაჩნია, რომ ეს არის ბინძური შანტაჟის და დატერორების მცდელობა", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)