|
2026-02-02 19:24:43, 910 ნახვა
პოლიტიკა
3 თებერვალს, 12 საათზე, რეჟიმის ახალი კანონების გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტის უკან იკრიბებიან
3 თებერვალს, 12 საათზე, რეჟიმის ახალი კანონების გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტის უკან იკრიბებიან. "რუსული კანონის" მიღების შემდეგ მოვედით იმ რეალობამდე, რის საფრთხეზეც იმ პერიოდში ხშირად ვსაუბრობდით: რეჟიმი გეგმავს მიიღოს "ივანიშვილის კანონი საქართველოს წინააღმდეგ," რომელიც ფაქტობრივად სრულად უზღუდავს საქმიანობას ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფალ მედია გამოცემებს, საქართველოს მოქალაქეებს უკრძალავს უცხოეთიდან რაიმე სახის რესურსის მიღებას სასურველი საქმიანობისთვის - სასჯელის ზომად გათვალისწინებულია 6 წლამდე ვადით პატიმრობა. ამ კანონის საფუძველზე, საჭიროების და სურვილის შესაბამისად, რეჟიმი მიადგება ნებისმიერ მოქალაქეს, პოტენციური მსხვერპლია მთელი საქართველო. ასევე ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ყველა მეწარმე სუბიექტი, რომელიც პოლიტიკურად იაქტიურებს (ხმას გაიღებს) პირველ ჯერზე დაჯარიმდება 20 ათასი ლარით, განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის წესით პატიმრობა ემუქრება. სანამ ჯერ კიდევ შეგიძლია ხმის ამოღება და წინააღმდეგობის გაწევა, სანამ ჯერ კიდევ არაა დახშული თავისუფლების ყველა ფანჯარა - გამოდი დიქტატურის დამყარების მცდელობის წინააღმდეგ! სამშაბათს, 12 საათზე, ვიკრიბებით პარლამენტის უკან!
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)